რეგისტრაცია

4.8 / 5

ბუღალტერიადა საგადასახადოკოდექსი

ისწავლე ბუღალტრული აღრიცხვის სრული ციკლი და საქართველოს საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში: ჟურნალის ჩანაწერებიდან, დღგ-სა და მოგების გადასახადიდან ბალანსისა და მოგება-ზარალის ანგარიშგების მომზადებამდე. კურსს უძღვება 3 პრაქტიკოსი აუდიტორი Fino Audit-იდან.

ლექტორები
3 პრაქტიკოსი აუდიტორი
ფორმატი
ფიზიკურად + ონლაინ
დაწყება
21 სექტემბერი
ხანგრძლივობა
3 თვე
შეხვედრები
24 შეხვედრა, 48 სთ
განრიგი
ორშ, ოთხ/ხუთ
გატარება 311
ბალანსი ...
დღგ 18% 0 ₾

ინსტრუმენტები, რომლებიც ისწავლება:

FinaRS.ge

გამოთვალე წმინდა ხელფასი

ხელფასის დარიცხვა და საშემოსავლო გადასახადის გამოთვლა კურსის ერთ-ერთი ძირითადი პრაქტიკული უნარია (ლექცია 12 და 20). შეიყვანე დარიცხული (brutto) ხელფასი, კალკულატორი დაგითვლის საპენსიო შენატანს, საშემოსავლო გადასახადს და ხელზე ასაღებ თანხას.

დარიცხული ხელფასი

გამოთვლა ეფუძნება საქართველოს მოქმედ განაკვეთებს: საპენსიო შენატანი 2%, საშემოსავლო გადასახადი 20% (საპენსიო შენატანის გამოკლების შემდეგ დარჩენილი თანხიდან).

შედეგი

საპენსიო შენატანი (2%)0
საშემოსავლო გადასახადი (20%)0
ხელზე ასაღები0
წმინდა: 0 ₾დარიცხული: 2500 ₾

გამოთვლა ეფუძნება მარტივ მოდელს და გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნით. რეალურ ანგარიშსწორებაში საჭიროა კონკრეტული შემთხვევის სრული საგადასახადო ანალიზი.

24 შეხვედრა, სამი ეტაპი

48 საათი, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებიდან საგადასახადო კოდექსსა და ფინანსური ანგარიშგების პრაქტიკამდე. კურსი მოიცავს საგადასახადო ქეისებს და პრაქტიკულ მუშაობას Fina-სა და RS.ge-ზე.

    კურსის ბოლოს

    ბუღალტრული ტერმინოლოგიიდან სრული ფინანსური ანგარიშგების მომზადებამდე.

    გეცოდინება

    • ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი ტერმინოლოგია
    • საქართველოს საგადასახადო კოდექსის პრინციპები
    • ორმაგი ჩანაწერის მეთოდი (დებეტი/კრედიტი)
    • ფინანსური ანალიზის საფუძვლები
    • დღგ და მოგების გადასახადის გამოთვლა

    შეძლებ

    1. ჟურნალის ჩანაწერების (journal entries) მომზადებას
    2. ბალანსის უწყისის შედგენას
    3. მოგება-ზარალის ანგარიშგების მომზადებას
    4. ხელფასის დარიცხვასა და საპენსიო შენატანების გამოთვლას
    5. საგადასახადო დეკლარაციის RS.ge-ზე შევსებას
    6. კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზს
    ბუღალტერიაუდიტის მენეჯერისაგადასახადო კონსულტანტიფინანსური ანალიტიკოსი

    ლექტორები

    3 პრაქტიკოსი Fino Audit & Accounting-იდან, აუდიტისა და საგადასახადო კონსულტირების რეალური გამოცდილებით.

    თიკო
    ჩარკვიანი

    Partnership Manager, Fino Audit & Accounting

    0+ წლის გამოცდილება

    5+ წლის გამოცდილება 10-ზე მეტ სექტორსა და 55-ზე მეტ კომპანიაში ბუღალტრული და აუდიტორული სერვისების მიმართულებით. მონაწილეობს კომპანიების ბუღალტრული და აუდიტორული ოპერაციების დაგეგმვასა და მართვაში, ასევე უძღვება სტაჟიორების, უმცროსი და მთავარი ბუღალტრების მენტორობას.

    1. Fino Audit & Accountingპარტნიორებზე ზრუნვის ლიდი

    ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

    სერტიფიკატები:

    ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის სერტიფიკატი, დონე 2

    დავით
    გორდიაშვილი

    Tax Audit Manager, Fino

    0წლის გამოცდილება

    8 წლის გამოცდილება საგადასახადო აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვისა და პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით. ტრენერია საგადასახადო კოდექსის მიმართულებით.

    1. Fino Audit & Accountingსაგადასახადო აუდიტის მენეჯერი

    ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

    სერტიფიკატები:

    ACCA, დონე 1-2 (9 წიგნი)

    ნინო
    გათენაძე

    Portfolio Manager, Fino

    0წლის აუდიტის გამოცდილება
    0წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე

    10 წლის გამოცდილება აუდიტორულ კომპანიაში, მათ შორის 4 წელი მთავარი ბუღალტრის და 2 წელი ბუღალტრული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით.

    1. Fino Audit & Accountingპორტფელის მენეჯერი

    ეკონომიკურ მეცნიერებათა ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი, აგრარული უნივერსიტეტი.

    სერტიფიკატები:

    ACCA, დონე 1 (4 წიგნი)

    ადგილის დაჯავშნა

    ფიზიკურად ან ონლაინ, 3 თვის განმავლობაში, 24 შეხვედრა.
    შემდეგი ნაკადი: 26 ოქტომბერი.

    I მოდულიორშ, ოთხ 19:30-21:30
    II-III მოდულიორშ, ხუთ 19:30-21:30

    მოთხოვნები: პირადი კომპიუტერი Windows ოპერაციული სისტემით.

    კურსის შემდეგ შეგიძლია ჩაერთო კარიერის განვითარების პროგრამაში: რეზიუმე, გასაუბრებისთვის მომზადება და პარტნიორ კომპანიებთან დაკავშირება.

    1200 ₾ ერთიანი გადახდა ან 0% განვადება

    რეგისტრაცია კურსზე სრული პროგრამის ნახვა
    1200 ₾რეგისტრაცია